Русские видео

Сейчас в тренде

Иностранные видео


Скачать с ютуб ტაძარი, სადაც ილია ჭავჭავაძემ ჯვარი დაიწერა в хорошем качестве

ტაძარი, სადაც ილია ჭავჭავაძემ ჯვარი დაიწერა 3 года назад


Если кнопки скачивания не загрузились НАЖМИТЕ ЗДЕСЬ или обновите страницу
Если возникают проблемы со скачиванием, пожалуйста напишите в поддержку по адресу внизу страницы.
Спасибо за использование сервиса savevideohd.ru



ტაძარი, სადაც ილია ჭავჭავაძემ ჯვარი დაიწერა

ქალაქის ძველ ნაწილში, კალოუბანიში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უკან, XVIII-XIX საუკუნეების ქართული ხუროთმოძრვრების ძეგლი, თბილისის წმიდა სამების სახელობის ეკლესია მდებარეობს. ეს არის პირველი ტაძარი საქართველოში, რომელიც ყოვლადწმინდა სამების სახელზე იქნა აგებული. თბილისის გეგმაზე ვახუშტის აღნიშნული აქვს „ქართული ეკლესია კალოუბანი“. დღიდან აგებისა, წირვა-ლოცვა აქ არასოდეს შეწყვეტილა და დღესაც, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ღვთისმსახურება ყოველდღიურად აღევლინება. ტაძარს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ქალაქის მცხოვრებთა სულიერ ცხოვრებაში, მის კულტურულ განვითარებასა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციების შენარჩუნების საქმეში. იგი ერთ-ერთი მთავარი კულტუტული და რელიგიური ცენტრი იყო თბილისში. სამების ეკლესია ძალიან ახლობელი იყო 19ე საუკუნის საზოგადოების გამოჩენილ წევრთათვის და ვინ იცის, შესაძლოა არა მხოლოდ სულიერი საზრდო, არამედ მათი შემოქმედებისა თუ კულტურულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის შთაგონების წყაროც იყო... ისტორიული წაყაროების მიხედვით, თბილისის წმინდა სამების ეკლესიაში სხვადასხვა დროს ჯვარი დაიწერეს ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა; ექვთიმე თაყაიშვილმა და ნინო პოლტორეცკაიამ; ივანე მაჩაბელმა და ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილმა. ილია ჭავჭავაძე იყო ერთ-ერთი ოჯახის მეჯვარე და აკაკი წერეთელს აქ მოუნათლავს ბავშვი. ტაძარში არსებული ორი ახალი ტრაპეზი დღეს სწორედ ექვთიმე ღვთისკაცისა და ილია მართლის სახელზეა ნაკურთხი, რადგანაც მათი ცხოვრება თბილისის წმინდა სამების ტაძართან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ქართველი სამღვდელოების მიერ წამოწყებული ბრძოლა სულ უფრო და უფრო ფართო ხასიათს იღებდა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნას მხარს უჭერდა როგორც ქართველი სამღვდელოების უდიდესი უმრავლესობა, ასევე ქართველი ინტელიგენცია ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით. მთელი ისტორიის მანძილზე საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას უდიდესი ადგილი ეკავა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, კულტურული აღორძინებისა და ერის სულიერი ამაღლების საქმეში. სამების ტაძრიდან დაწყებულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში ქართველმა სამღვდელოებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რაც საქართველოსათვის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების დაცვაში გამოიხატა.

Comments