У нас вы можете посмотреть бесплатно ლავროვის მუქარა საქართველოს და უკრაინას или скачать в максимальном доступном качестве, которое было загружено на ютуб. Для скачивания выберите вариант из формы ниже:
Если кнопки скачивания не
загрузились
НАЖМИТЕ ЗДЕСЬ или обновите страницу
Если возникают проблемы со скачиванием, пожалуйста напишите в поддержку по адресу внизу
страницы.
Спасибо за использование сервиса savevideohd.ru
საქართველოსა და უკრაინის მისამართით რუსეთის მუქარის შემცველი გზავნილები სულ უფრო ძლიერდება. ნატოს და ეუთო-ს მინისტერიალებზე დასავლეთის მხარდამჭერი განცხადებების ფონზე მოსკოვის ტონი კიდევ უფრო მკაცრდება. მაშინ როცა ჯერ რიგიდან და ახლა უკვე სტოკჰოლმიდან კრემლს საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებენ და პირდაპირ ეუბნებიან, რომ ნატოს გაფართოების პროცესში ვერ ჩაერევა, მოსკოვი დასავლეთს მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე აფრთხილებს. „ცეცხლს ეთამაშება ყველა, ვინც ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას იმეორებს“, - ამ გზავნილითაა ჩასული სერგეი ლავროვი სტოკჰოლმში, სადაც ეუთო-ს მინისტერიალი მიმდინარეობს. მინისტერიალს ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო დღის ბოლოს რუსეთის პირველი დიპლომატის და ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა. ენტონი ბლინკენმა ლავროვი ვაშინგტონის იმ ზომებზე გააფრთხილა, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ კონფრონტაციის გაძლიერებას მოჰყვება. „მოამბე“ შვედეთიდან, - ანა ბროლაძე აშუქებს ეუთო-ს მინისტერიალს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.