Русские видео

Сейчас в тренде

Иностранные видео


Скачать с ютуб საცივის ტრადიციული რეცეპტი в хорошем качестве

საცივის ტრადიციული რეცეპტი 8 месяцев назад


Если кнопки скачивания не загрузились НАЖМИТЕ ЗДЕСЬ или обновите страницу
Если возникают проблемы со скачиванием, пожалуйста напишите в поддержку по адресу внизу страницы.
Спасибо за использование сервиса savevideohd.ru



საცივის ტრადიციული რეცეპტი

დონაცია ახალი კამერისთვის - paypal.me/cookingwithtamara #საცივი #საახალწლოსუფრა #ტრადიციული #georgian #georgianfood #georgiancousin #moresubscribers #easyrecipe #food #recipe #foodienation #tasty #fall #fallrecipe #moreviewes #recipe ✨ დროა საცივის სამზადისს შევუდგეთ 🥰 როგორც შეგპირდით, დღეს საცივის ბებიის ნასწავლ რეცეპტს გიზიარებთ 😍 რომელსაც ყოველ წელს აკეთებდა ✨ აწი კი მე გადმოვიბარე ეს ტრადიციული რეცეპტი 😍😍 💫 ტრადიციულად დაველოდები თქვენს შეფასებებს, რომლის კითხვაც ძალიან მიყვარს და სანამ მომზადებაზე გადავალთ, შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩემი კულინარიული ბლოგი სადაც დაგხვდებათ ბევრი მარტივი და გემრიელი რეცეპტი 🫶 https://www.instagram.com/tamarlagaza... როგორც წესი ინდაურით ვაკეთებ ხოლმე, წელს ინდაურს ცოტა დააგვიანდა ჩამოსვლა და ამიტომ ქათმის გავაკეთე. თუმცა ინდაურისას სულ სხვა გემო აქვს 👌👌 მე ნახევარი პორცია გავაკეთე, ვინაიდან ნახევარი ოჯახი მარხვაზეა 😍 🎥 თითოეული ეტაპის ვიდეო მასალას ნახავთ ჩემს youtube არხზე, ლინკს აქვე მივუთითებ 👉 ინგრედიენტევის ნუსხა ასეთია: ინდაური ან ქათამი -1-1,5კგ ნიგოზი -500გრ. ხმელი ქინძი - 1ჩ/კ უცხო სუნელი -1 ჩ/კ ყვითელი ყვავილი -1ჩ/კ წითელი წიწაკა- გემოვნებით მარილი -გემოვნებით დარიჩინი/მიხაკი - ჩაის კოვზის წვერით პილპილის მარცვალი -4-5ცალი ნიორი - 4-5კბილი ხახვი -2თავი წყალი -2-2,5ლიტრა უკვე მზა საცივში -2ს/კ ლიმონის წვენი (ძმრის მაგივრად ვუკეთებ) ‼️ აუცილებლად უნდა მოიქაფოს ნახარში და გადაიწუროს, რაც არ უნდა სუფთა იყოს ბულიონი. მე სამზარეულოს კომბაინს ვიყენებ ნიგვზის დასამუშავებლად, უფრო აადვილებს პროცესს 😊 ბებია ყველაფერს ხორცის მანქანაში ატარებდა, ორჯერ და ისე ურევდა ბულიონში. ‼️ მიგვყავს საცივი ადუღებამდე და უნდა წამოდუღდეს მაქსიმუმ 2წუთი. ‼️ლიმონის წვენს ძმრის მაგივრად ვუკეთებ. ეს გვეხმარება რომ საცივი არ გაშავდეს და თეთრი დარჩეს 👌 ‼️ხო კიდე, ზეთს არ ვწურავ ნიგვზიდან 😁 ვისაც ზეთით გიყვართ, ბულიონის დასხმამდე შესუნელებული ნიგოზი კარგად გადაზილეთ ხელით და მასე გამოუყვანთ ზეთს. ‼️ ასევე ქათმის ნაჭრებს ღუმელში, გრილის ქვეშ ვდებ 10წუთით რომ ცოტა მოიბრაწოს და შემდეგ ვდებ საცივში. მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით, ბენიერების და სიხარულის წელი გქონოდეთ ✨✨✨ #cookingwothTamara #ვიდეორეცეპტი

Comments