Русские видео

Сейчас в тренде

Иностранные видео


Скачать с ютуб დებატები ევროპარლამენტში - ევროპარლამენტის 14 დეპუტატის მოთხოვნა в хорошем качестве

დებატები ევროპარლამენტში - ევროპარლამენტის 14 დეპუტატის მოთხოვნა 11 часов назад


Если кнопки скачивания не загрузились НАЖМИТЕ ЗДЕСЬ или обновите страницу
Если возникают проблемы со скачиванием, пожалуйста напишите в поддержку по адресу внизу страницы.
Спасибо за использование сервиса savevideohd.ru



დებატები ევროპარლამენტში - ევროპარლამენტის 14 დეპუტატის მოთხოვნა

არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ევროპარლამენტიდან ტონი კიდევ უფრო მკაცრდება. 14 დეპუტატის ავტორობით მზად არის საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი, რომელიც უმძიმეს ჩანაწერებს და ფორმულირებებს შეიცავს. დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ამოქმედდეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, გათავისუფლდეს და უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვან მიხეილ სააკაშვილი, გაიყინოს მთავრობისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარებები - ასეთია მთავარი მოწოდებები. ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის არგუმენტით 14 ევროპარლამენტარი ბოლო თვეებში პროტესტის ფონზე მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონის გაუქმებასაც ითხოვს. მძიმეა პროექტის სახელწოდებაც - „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეები“ - ასეა დასათაურებული დოკუმენტი, სადაც მწვავედ არის გაკრიტიკებული მმართველი პარტიის ლიდერების რიტორიკა. ხელისუფლება არცერთი მოწოდების გათვალისწინებას არ აპირებს. რეზოლუციის პუნქტების ნაწილს ოპოზიციის ნაწილიც არ ეთანხმება. კენჭისყრა ორ დღეში იგეგმება, მანამდე კი ევროპარლამენტში საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე ამ წუთებში დებატები მიმდინარეობს. კეთდება საკმაოდ მწვავე და გამაფრთხილებელი განცხადებები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Comments