Русскио видоО

Сейчас в тренде

Иностранные видео


Скачать с ютуб მე და ღამე - ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული გალაქტიონის ლექსი სიმღერად в хорошем качестве

მე და ღამე - ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული გალაქტიონის ლექსი სიმღერად 2 месяца назад



Если кнопки скачивания не загрузились НАЖМИТЕ ЗДЕСЬ или обновите страницу
Если возникают проблемы со скачиванием, пожалуйста напишите в поддержку по адресу внизу страницы.
Спасибо за использование сервиса savevideohd.ru



მე და ღამე - ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული გალაქტიონის ლექსი სიმღერად

ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული გალაქტიონის ლექსი: "მე და ღამე" სიმღერად #ქართულისიმღერები #georgiansong #georgianmusic #ქართული #music #remix #ქართული #house #georgian #deephouse #deep #song #ai song #trackmusic #songs #ai #newmusic #georgiansongs გალაკტიონ ტაბიძე - მე და ღამე ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება. მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს, სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს. ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი, ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი. საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული, ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული. დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ, არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ. რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული, ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული. ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი, საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი. ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე, ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე. მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ. იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე, ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!... ლექსი: გალაქტიონ ტაბიძე ქართული სიმღერები - Georgian Music - Грузинские песни

Comments