Русские видео

Сейчас в тренде

Иностранные видео


Скачать с ютуб მოტირალი ქიზიყის ქუჩა და უპატრონობის ანტისანიტარია - PKTV в хорошем качестве

მოტირალი ქიზიყის ქუჩა და უპატრონობის ანტისანიტარია - PKTV 8 лет назад


Если кнопки скачивания не загрузились НАЖМИТЕ ЗДЕСЬ или обновите страницу
Если возникают проблемы со скачиванием, пожалуйста напишите в поддержку по адресу внизу страницы.
Спасибо за использование сервиса savevideohd.ru



მოტირალი ქიზიყის ქუჩა და უპატრონობის ანტისანიტარია - PKTV

ტელეკომპანია PKTV წარმოგიდგენთ ჩვენი გადამღები ჯგუფის მიერ მომზადებულ სიუჟეტს სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით, რუბრიკაში ''გზად აკრეფილი რეპორტაჟები". სიუჟეტში ნათლად იკვეთება ის პრობლემები, რის წინაშეც დგას თბილისშის გარეუბანში, კერძოდ, ქიზიყის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა - 21-ე საუკუნეში ტალახიან, ათხრილ-დათხრილ, ბინძურ, ჩამყაყებულ ქუჩებში ''დაცურავენ'' ადგილობრივი მცხოვრებლები და იქ მავალი ავტომანქანები. რის გამოც მწყობრიდანაა გამოსული ისედაც მოძველებული, ამორტიზებული მუნიციპალური ტრანსპორტი - გადაადგილება შეუძლებელია. აღნიშნულ ქუჩაზე ისედაც თითო-თითო სამგზავრო ავტობუსსა და სამარშრუტო ტაქსს მოსახლეობა საათობით უცდის. გახეთქილია კანალიზაციის ცენტრალური მილები და ფეკალური მასა ქუჩებში იღვრება, რის გამოც საშინელი ანტისანიტარიაა გამეფებული აღნიშნულ უბანში - ხელისუფლებას ყური და თვალი ფართოდ ''დახუჭული" აქვს... არადა, გადათხრილი ქუჩები იმაზე მეტყველებს, რომ აქ გზის გაყვანა თუ შეკეთება უნდა დაწყებულიყო. ე. ი. ტენდერი შემდგარა, მაგრამ? - სად წავიდა გზისთვის გამოყოფილი თანხა? ვინ შეჭამა ''ვენახი"? - ალბათ ამაზე პასუხი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გაგვცენ. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომ მოსახლეობას ამ მხრივ მაინც შეეძლოს თავისუფლად ამოსუნთქვა. ტელეკომპანია PKTV-მა არაერთი სიუჟეტი მიუძღვნა ამ პრობლემას. შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე PKTV.GE, ასევე ვებ-პორტალ myvideo.ge-ზე, საკაბელო სიხშირეებით: silqtv, geotv-სა და ალიანსი" ტვ-ზე. დღესაც განვაგრძობთ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მუშაობას და გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც ჩვენი მაუწყებლობის გადამღებმა ჯგუფმა მოამზადა. ასევე PKTV აღნიშნულ პრობლემეთან დაკავშირებით ეწვევა ადგილობრივ თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალურ და შესაბამის ორგანოებს. ახლა კი გთავაზობთ სიუჟეტს. გვისმინეთ, ხელისუფლებავ, თქვენ ვალდებული ხართ, იზრუნოთ ხალხზე! სიუჟეტი მოამზადეს: ჟურნალისტებმა: მარიამ ციმაკურიძემ, ციცო გერლიანმა ოპერატორი: დავით ჩანტლაძეები მონტაჟი: გიორგი მანასიანი გვიყურეთ ჩვენ - ტელეკომპანია PKTV არ მოგატყუებთ!

Comments