Русские видео

Сейчас в тренде

Иностранные видео


Скачать с ютуб თბილისობა 1981 – Tbilisoba 1981 в хорошем качестве

თბილისობა 1981 – Tbilisoba 1981 6 лет назад


Если кнопки скачивания не загрузились НАЖМИТЕ ЗДЕСЬ или обновите страницу
Если возникают проблемы со скачиванием, пожалуйста напишите в поддержку по адресу внизу страницы.
Спасибо за использование сервиса savevideohd.ru



თბილისობა 1981 – Tbilisoba 1981

რიყე. ედუარდ შევარდნაძე და საქართველოს მთავრობის წევრები. კადრში ზურაბ ანჯაფარიძე ასრულებს სიმღერას "შენ გიმღერი ჩემო თბილის ქალაქო..." სამთავრობო ტრიბუნის უკან ლეონიდ ბრეჟნევის პლაკატი. თბილისელებსა და ჩამოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს მთავრობის წევრი თენგიზ მენთეშაშვილი. სამთავრობო ტრიბუნაზე საპატიო სტუმრებს შორის: გიორგი დანელია, ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი შანიძე. თბილისის საპატიო მოქალაქეებად სახელდებიან: კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე, აკადემიკოსი ვიქტორ კუპრაძე, გიორგი კურტანიძე (შრომის გმირი), ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი, ექიმი ვლადიმერ ბურაკოვსკი. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. სიტყვით გამოდიან თბილისის საპატიო მოქალაქეები: ანდრია ბალანჩივაძე, ვლადიმერ ბურაკოვსკი, ცეკვავენ ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი, ანდრია ბალანჩივაძე – სიმფონიურ ორკესტრთან ერთად - სრულდება "ცეკვა ქართული" საზეიმო კონცერტი: რამაზ ჩხიკვაძე – სიმღერა სპექტაკლიდან "ხანუმა", მედეა ჩახავა ფეფელას კოსტიუმში ფაეტონით შემოდიან: ბუბა კიკაბიძე, გოგი ცაბაძე და მორის ფოცხიშვილი - სრულდება სიმღერა თბილისზე " ერთად ერთო ჩემო ღმერთო, ჩემო თბილისო...", ფაეტონით შემოდის სალომე ყანჩელი ხანუმას კოსტუმში. სიმღერა სპექტაკლიდან "ხანუმა", "ცისფერი ტრიო" - "ერთი ქუჩის , ერთ კუთხეში..." , უმღერიან აივანზე მდგომ მედეა ჯაფარიძეს. მედეა ჯაფარიძე კითხულობს იოსებ გრიშაშვილის ლექსს - "შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა...", ნანი ბრეგვაძე - "მთაწმინდა ჩაფიქრებულა..." მომღერლ ვაჟთა გუნდი ესტონეთიდან. გივი ბერიკაშვილი ვირზე ამხედრებული (ვირს უკან სამანქანო ნომრები)

Comments