Русские видео

Сейчас в тренде

Иностранные видео


Скачать с ютуб საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება в хорошем качестве

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2 часа назад


Если кнопки скачивания не загрузились НАЖМИТЕ ЗДЕСЬ или обновите страницу
Если возникают проблемы со скачиванием, пожалуйста напишите в поддержку по адресу внизу страницы.
Спасибо за использование сервиса savevideohd.ru



საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

ოპოზიციის, მედია-ორგანიზაციების და მესამე სექტორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მუხლების მოქმედება არ შეჩერდება. ასეთია სასამართლოს დადგენილება, რომელსაც ორი მოსამართლე - გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში არ ეთანხმებიან. მათი მოსაზრებაა, რომ უცხოური გავლენის ინტერესების წარმომადგენლის სტატუსმა ორგანიზაციების რეპუტაცია შესაძლოა მკვეთრად დააზიანოს და საქმიანობაში ხელი შეუშალოს. საბოლოო გადაწყვეტილებამდე მოსარჩელეები კანონის იმ ნორმების მოქმედების შეჩერებას ითხოვდნენ, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური ძალის წარმომადგენლებად დარეგისტრირებას და შესაბამისი სტატუსის მიღებას ავალდებულებს და ორგანიზაციებში დაცული პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნების შესაძლებლობას უშვებს. მოსარჩელე ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს კონსტიტუციის ღალატში და მმართველი გუნდის დავალების შესრულებაში ადანაშაულებენ. საპროტესტო აქციების ფონზე მიღებული კანონის გარშემო სამართლებრივი დავა გრძელდება - სარჩელების არსებითი განხილვა იწყება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Comments