Русскио видоО

Сейчас в тренде

Иностранные видео


Скачать с ютуб ბუ & ფანდურა (ზურა ბარბაქაძე) - ისტორია / bu & pandura (zura barbakadze) - istoria в хорошем качестве

ბუ & ფანდურა (ზურა ბარბაქაძე) - ისტორია / bu & pandura (zura barbakadze) - istoria 4 года назад


Если кнопки скачивания не загрузились НАЖМИТЕ ЗДЕСЬ или обновите страницу
Если возникают проблемы со скачиванием, пожалуйста напишите в поддержку по адресу внизу страницы.
Спасибо за использование сервиса savevideohd.ru



ბუ & ფანდურა (ზურა ბარბაქაძე) - ისტორია / bu & pandura (zura barbakadze) - istoria

ხმის რეჟისორი - ჭოტი ზაზა ტექსტი - მარიამ სიმონიშვილი, ბუ მუსიკა - Alef მარიამი: როდესაც ვხედავ: ზღვის ფერებთან გართხმულ ჰორიზონტს , ცის ემოციას ეთვისება ჩემი ნერვები , არაფერს ვითხოვ , არავისგან არაფრის ფასად და აღარ ლანდავს ჩემს ტანსაცმელს სისხლის ფერები ...! როდესაც ვხედავ , როგორ მიდის ჩემივე ლანდი , თითქოს ცოცხალი,მაგრამ მკვდარი სულების გზაზე მინდა გიამბოთ: ალიონის მძიმე დილაზე , ჩემზე , მასზე და ცივ ღამეში უმთვარო ცაზე ... ეს იყო მაშინ , მაშინ როცა მეც არ ვიცოდი , რისთვის მინდოდა იმ ღამისთვის გულის ჩვენება, ხოდა წავედი, ჩამოვუჯექ მთვარის სონეტებს და გადავწყვიტე ჩემს ფიქრებში მისი ფერება ...! არ შემარჩინა -! თვით საუფლომ ციდან ეს ფიქრი , წვეთები მქონდა მთელს სხეულზე თეთრი და წმინდა , არ მიყვარს წერა ... თავს ვარიდებ სტრიქონთა ასხმას , აღარც ბაგეებს მოუნდება გამოთქვას რამე ... ...................................................................................................................................... ბუ: ამ ფურცლებისა აღელვებულ ტალღებს ეხეთქება ბავშობიდანვე ონავარი ჩემი მელანი და მეამბოხე ეს ჩემი გაექცევა მახრჩობელა გისოსებსა ზღვის ოკეანურ თავისუფლებით ხომ ხედავ როგორი უმოწყალოა ეს განაჩენი ქუჩა დამტვრეულ უპროგნოზო დედამიწისა მე პოეზია სუნთქვას მაძლევს და სულ არ მადარდებს დღეს ჯიბეში გროშიც რო არ მაქვს სიყვარული კი მიგზავნის ძალას შთამომავლობას რომ დავუტოვო კომპასები მწვერვალებისა ნოტებით მარცვლებს ვაფერადებ და ლექსთა ორკესტრალს მიმოვფანტავ სალვადორის პეიზაჟებად გიჟი ნერვები ამოხეთქავს ძარღვების ვულკანს და უდაბნოს ქარიშხალივით გადაუფრენს გუგულის ბუდეს ვარსკვლავურ გზაზე ზეცას ვკვალავ მთელი სამყარო გარშემო მყავს მაგრამ მაინც როგორ მარტო ვარ სევდას მაჩუქებს ჩემი მოძმე ჩარლი ჩაპლინი გავიღიმები უბორკილო იადონივით იებს ჩამირგავს ხელის გული ნიადაგისა ღვინოს კი შესვავს სიყვარულით თრობა ბაგისა ............................................................................................................................................................. მარიამ მე მოგიყევით ისტორია - ერთი უგულო , აჩემებული ფიქრების და ჩემი წამისა, არ მიყვარს წერა თავს ვარიდებ სტრიქონთა შერწყმას , და განაჩენი მედარდება შავი ღამისა ... აღარ გიამბოთ, ალიონის მძიმე დილაზე , აღარც ჩემზე , აღარც მასზე და არცერთ წამზე .... არ მაპატია ცის საუფლომ ფიქრები წრფელი და დატირებით მანუგეშა საკუთარ გვამზე ....!!! .................................................................................................................................. ბუ: გვამი კი აღსდგა და ამაღლდა ზეცაში ისე რომ შორეული ფიქრი ამცნო მთვარეს ახლოში მადლობა ღმერთო პოეზიის ჰანგს რო ვეღირსე ბინა დავიდე მე მუზებ ის სამოსახლოში

Comments