Русскио видоО

Сейчас в тренде

Иностранные видео


Скачать с ютуб პერსონაჟი: მედეა | ლევან ბერძენიშვილი в хорошем качестве

პერსონაჟი: მედეა | ლევან ბერძენიშვილი 4 года назад


Если кнопки скачивания не загрузились НАЖМИТЕ ЗДЕСЬ или обновите страницу
Если возникают проблемы со скачиванием, пожалуйста напишите в поддержку по адресу внизу страницы.
Спасибо за использование сервиса savevideohd.ru



პერსონაჟი: მედეა | ლევან ბერძენიშვილი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილ და რთულ პერსონაჟზე, გენიალური ევრიპიდეს „მთავარ ქალზე“, მსოფლიო ლიტერატურის მთავარ ქართველ გმირზე, გრძნეულ, სასტიკ, ინტელექტუალ და დაუმორჩილებელ მედეაზე. არგონავტების მითი, რომელსაც უკვე ჰომეროსიც იცნობს (იგი ახსენებს იასონის ვაჟს, რომელიც ბერძენ გმირს ჰიფსიფილესგან შეეძინა და რომელიც კარგი ღვინით ამარაგებდა ბერძნებს) და მედეას პიროვნება ჰესიოდედან დაწყებული ბერძნული ლიტერატურის დიდი ყურადღებით სარგებლობს. ჰესიოდემ „თეოგონიაში“ მედეას გენეალოგია აღწერა (ტიტანი ჰიპერიონი-ჰელიოსი-აიეტესი-მედეა) და იასონთან მისი ქორწინება წარმოგვიდგინა მოკვდავთა და უკვდავთა ქორწინებათა კონტექსტში; შესაბამისად, ჰესიოდესთან მედეა ქალღმერთია. ასევე უკვდავადაა წარმოდგენილი მედეა პინდაროსთანაც. ევრიპიდესთან მედეა მოკვდავი ქალია, რომელმაც მოღალატე ქმარზე შური იძია. რატომ დააკისრა ევრიპიდემ მედეას ბავშვების განზრახ მკვლელობა, თუკი მანამდე მითის ორი ვერსია იყო მხოლოდ ცნობილი, რომ 1. მედეას ბავშვები შემთხვევით შემოაკვდა და 2. ბავშვები კორინთოსელებმა ჩაქოლეს, როდესაც მათ დედის დავალება შეასრულეს და კორინთოს მეფის ასული, გლავკე შეიწირეს? რა ცნობებს გვაწვდის ამის შესახებ სახელგანთქმული ბერძენი გეოგრაფოსი პავსანია? რამდენად სერიოზულია გენიალური ტრაგიკოსის 5 ტალანტით მოსყიდვის ამბავი? რატომ დახატა „ქალთმოძულედ“ ცნობილმა ევრიპიდემ მედეა პოპულარულ ბერძენ გმირზე, იასონზე ინტელექტითა და ვაჟკაცობით აღმატებული? რატომ მოათავსა იასონი ჰიფსიფილესა და მედეას ღალატის გამო ჯოჯოხეთის მერვე წრეში დანტემ და რატომ არ მოეძებნა იქ ადგილი მედეას? რას ნიშნავს მედეა ჩვენთვის, ქართველებისთვის, როგორც ნაციონალური არქეტიპი? – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Comments