Русские видео

Сейчас в тренде

Иностранные видео


Скачать с ютуб კახური მწვადი: კულინარიული რჩევები в хорошем качестве

კახური მწვადი: კულინარიული რჩევები 6 лет назад


Если кнопки скачивания не загрузились НАЖМИТЕ ЗДЕСЬ или обновите страницу
Если возникают проблемы со скачиванием, пожалуйста напишите в поддержку по адресу внизу страницы.
Спасибо за использование сервиса savevideohd.ru



კახური მწვადი: კულინარიული რჩევები

კახური მწვადი: არჩილ კვირიაშვილის რჩევები ქართული სამზარეულოს მშვენება, კახელების საამაყო კერძი და რთველის განუყრელი ატრიბუტი. ალბათ სირცხვილიცაა ამის რეცეპტის დაწერა იმდენად მარტივია და იმდენად გენეტიკაში გვაქვს ქართველების მისი სწორად მომზადება. ალბათ იმიტომ, რომ გვინდა არ გვინდა, ბავშვობიდან ვუყურებთ ამ პროცესს, როგორ ამზადებდნენ ჩვენი მამები სამწვადე ხორცს, როგორ აბასტურმებდნენ ახალ დაკლული ღორის ხორცს მარილში, პილპილსა და ხახვში, ხანდახან ცოტა ღვინოსაც მოასხამდენ და დაფნის ფოთოლსაც ჩააყოლებდნენ წინა საღამოს. მეორე დღეს კი უკვე სხვა სურნელმიღებულ ხორცს შამფურებზე წამოგებდნენ და წალმის ნაკვერჩხალზე ააშიშხინებდნენ. მერე კი ცვრიან მწვადებს შოთი პურით ჩამოასუფთავებდენ დიდ თასში, ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს მოაყრიდნენ, ბროწეულის წვენსაც მოაწურავდენ, ერთი კარგად აანჯღრევდნენ და სრული ნეტარებაც გარანტირებული იყო. უუუფ, ნერწყვი მომადგა. წალამისა და რთველის რა მოგახსენოთ, მაგრამ არჩილ კვირიაშვილის მწვადი შესანიშნავი გამოვიდა! მწვადი ღორის ხორცის ინგრედიენტები • 1 კგ ღორის ხორცი (ცოტა ცხიმი რომ ქონდეს კარგია, მცვადი უფრო ცვრიანი გამოდის) • 1 თავი მოზრდილი ყვითელი ხახვი (ისე წითელიც მოუხდება), ნახევარი ჩასაბასტურმებლად, ნახევარი უკვე შემწვარზე მოსაყრელად • პილპილი და მარილი გემოვნებით • 1 ცალი ბროწეული მომზადების წესი • მოვამზადოთ ხორცი წინა საღამოს_დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩავყაროთ მინის ან მინანქრის თასში • დავჭრათ ხახვი ალყა-ალყა • დაჭრილ ხორცს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ხახვი, კარგად ავურიოთ • დავაფაროთ თავსახური და შევდგათ მაცივარში • მეორე დღეს ხორცი წამოვაცვათ შამფურებზე და შევწვათ (თუ წალამი და ნაკვერჩხალი მოგეპოვებათ, ხორცს აბსოლიტურად სხვა არომატი აქვს, თუ არა გრილსაც არა უშავს) • შემწვარი ხორცი მოვათავსოთ სუფთა ჯამში, მოვაყაროთ დაღილი ხახვი, მოვაწუროთ ბროწეულის წვენი, კარგად ავურიოთ და გემრიელად მივირთვათ შავ ღვინოსთან ერთად. მწვადის შეწვაში არჩილს ეხმარებოდა ზურა ყალაბეგაშვილი, Khvicha Samadashvili კი მომდგარი ნერწყვით იღებდა კადრებს)))))))))))))))

Comments