Русские видео

Сейчас в тренде

Иностранные видео


Скачать с ютуб ქათმის ნაგეთსი | შეფი ლუკა ნაჭყებია в хорошем качестве

ქათმის ნაგეთსი | შეფი ლუკა ნაჭყებია 3 года назад


Если кнопки скачивания не загрузились НАЖМИТЕ ЗДЕСЬ или обновите страницу
Если возникают проблемы со скачиванием, пожалуйста напишите в поддержку по адресу внизу страницы.
Спасибо за использование сервиса savevideohd.ru



ქათმის ნაგეთსი | შეფი ლუკა ნაჭყებია

წარმოიდგინე, სახლში ზიხარ, კარანტინი დაიწყო და შენ რატომღაც ქათმის ნაგეტსებზე გეფიქრება. გამოგვყევი: instagram:   / chef.cave​​...​   facebook:   / chef.cave​​​...​   tiktok:   / chefcave   #ნაგეთსი​​ #რეცეპტი​​ #ქათამი​ #შეფლუკა​​ #შეფქეივი​ --------------------------------------------------------------- Ქათმის ხრაშუნა ნაგეთსები Კონვეირის პირველი ეტაპი - ფქვილი სუნელებით Ნებისმიერი ფქვილი - 150-200გ Პაპრიკა - 1 სუფრის კოვზი Მდოგვის ფხვნილი - ½ სუფრის კოვზი Ნივრის ფხვნილი - ⅔ სუფრის კოვზი Დარიჩინის ფხვნილი - ¼ სუფრის კოვზი Ჯანჯაფილის ფხვნილი - ¼ სუფრის კოვზი Შავი პილპილი - ⅓ სუფრის კოვზი Მარილი - ⅓ სუფრის კოვზი Შაქარი - ¼ სუფრის კოვზი Ქათმის მარინადი Ქათმის ფილე - 600 - 700გ Მარილი - 1.5 ჩაის კოვზი Პილპილი - 1 ჩაის კოვზი Ლიმონის წვენი - 1.5 სუფრის კოვზი Ცხარე სოუსი - რამდენიც შენს გულსა და სულს გაუხარდება Კონვეირის მეორე ეტაპი - კვერცხის Კვერცხი 0-კატეგორისს - 4 ცალი Არაჟანი 20%იანი - 1 სუფრის კოვზი Მარილი - 1 ლაითი ჩაის კოვზი Საბოლოო ეტაპები - ფქვილი პანკო ზეთი Ფქვილი - 150გ Მარილი - ½ ჩაის კოვზი Პანკო - 200გ Ზეთი მზესუმზრირის - 1 ლიტრი (თირკმელი არ გაყიდოთ) Სოუსი Არაჟანი 20% - 350გ Კამა - 17გ Ქინძი - 17გ Მწვანე ხახვი - 18გ Მარცვლოვანი მდოგვი - 8-10გ Შაქარი - ⅓ ჩაის კოვზი Მარილი - ½ Ლიმნის წვენი - 1 სუფრის კოვზი Აბა, ყურადღება! ღმერთი არს ჩვენთან, ვიწყებთ! Პირველი ეტაპის ფქვილის კომპონენტები, ანუ - ფქვილი მარილი, შაქარი და სუნელები ერთმანეთს შეურიეთ. Ეს იქნება ჩვენი პირველი სავლები. Შემდეგ, მომყევით გმირებო! Მეორე ეტაპად კვერცხს შევურიოთ არაჟანი და მარილი, კარგად გავაერთგვაროვნოთ. Ეს იქნება ამოვლების მეოერე ეტაპი, დარჩით, ცოტაღა დაგვრჩა. Მესამე ეტაპად გვაქვს ფქვილი, რომელსაც დავამატებთ მარილს, ან უბრალოდ პანკოს. Პარალელურად დავამარინადოთ ნაგეთსის ფორმაზე დაჭრილი ქათამი, დავუმატოთ მარინადის ინგრედიენტები და გავაჩეროთ 20-30 წუთი. Პატარ რჩევა - Თუ მარინადი სველი იქნება, მარილი არ გამოაშრობს ქათამს. Ქათმის დამარინადებულ ნაჭრებს ჯერ ამოვავლებთ სუნელებიან ფქვილში, შემდეგ, კვერცხში და ბოლოს, ან პანკოში, ან მარილიან ფქვილში. ვწვავთ 170 გრადუსზე ცხელი ზეთის აბაზანაში 3.5 - 4 წუთით ან მანამ, სანამ არ გაოქროსფრდება. Ესეც ასე.. Ეტაპები ჩავხურეთ. Რაც შეეხება სოუსს: Მწვანილები დაჭერით წვრილად, ერთმანეთში შეურიეთ. Პარალელურად არაჟანს დაამატეთ მდოგვი, შაქარი, მარილი და ლიმნის წვენი. Შემდეგ შეურიეთ მწვანილი, და დააყოვნეთ მაცივარში 30 წუთი რომ გემოები გაუჯდეს. Სოუსი მზადაა, ამოავლეთ ნაგეთსებში და ისიამოვნეთ, as much as you can..

Comments